პროექტის სახელწოდება: გიორგი სალუქვაძე და ქართული
ფოლკლორი
პროექტის მთავარი იდეა: გურული ხალხური სიმღერებისა
და ცეკვების აღდგენისა და დამკვიდრების ისტორიის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:
გამოჩენილი გურული ფოლკლორისტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სიმღერების შესწავლა.
კორიფე-გიორგი სალუქვაძე-სახალხო არტისტი, დამსახურებული
ინჟინერი და რჩეული
მამულიშვილი დაიბადა 1913 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ
ცხემლისხიდში.დიდია მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.მან თავისი ცხოვრების მანძილზე
აღადგინა ძველი ქართული მასობრივი ცეკვები: ფერხული ,,ფარცაკუკუ’’, ,,კალმახობა’’,
,,ფუნდრუკი’’, ,,ინგილოური შიპრობა’’, მესხური
,,მძიმური’’და ფერხული ,,დიდება’’სახუმარო ვარძიაობა ,,ძიობა’’, მესხურ-ჯავახური ,,იდუმალა’’,
აჭარული ,,სეირი’’. შექმნა რამდენიმე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუში,მათ შორის საბავშვო
ცეკვა ,,ცხენობანა’’და გოგონათა ცეკვა,,წყაროსთან’’...მასიური შესრულებით პირველმა
დადგა ცეკვა ,,ფარიკაობა’’.1968-80 წლებში უძღვებოდა თავისივე ინიციატივით დაარსებულ
,,გურული სიმღერების აღმდგენელ და შემსწავლელ ‘’-სკოლას ,,იადონს’’. მანვე აღადგინა
ძველი გურული მუსიკალური საკრავი ,,სოინარი’’.
ანსამბლი ,,იადონი''
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში ტრადიციად დამკვიდრდა გ.
სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული ფესტივალის ჩატარება. იგი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ
ცხემლისხიდში.
პროექტის მიზანი: გ. სალუქვაძის მიერ აღდგენილი სიმღერებისა
და ცეკვების
მოძიება, მუსიკალური ნაწარმოებების მიმართ საკუთარი
დამოკიდებულებისა და
ხალხური მუსიკის მიმართ მსჯელობის უნარის გამომუშავება,
მოსწავლეების ჩაბმა
შემოქმედებით საქმიანობაში.
მონაწილეთა ასაკი:11-12 წ.
ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას
აღდგენილი ძველი ქართული სიმღერებისა და ცეკვების შესახებ. შეისწავლიან გ. სალუქვაძის
მიერ დაწერილ სიმღერას :,,იავნანას''.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული,
აუდიო დისკი, ფორტეპიანო, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1:-მოსწავლეთათვის თემის გაცნობა და კლასის
დაყოფა ორ ჯგუფად.
აქტივობა 2:1 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას აღდგენილი
ცეკვებისა და სიმღერების
შესახებ.
2 ჯგუფი-ფოტო
და აუდიო მასალას.
აქტივობა 3: მოპოვებული მასალის შესწავლა და სინთეზირება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა
პროექტის ხელმძღვანელი [მასწავლებელი]: ნათელა ჟღენტი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: jgentinatela@gmail.com
No comments:
Post a Comment