Thursday, September 20, 2018






   VIII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გადავწყვიტეთ სოციალური პროექტის განხორციელება ,,დარგე ხე, გადაარჩინე სიცოცხლე".
     პროექტის მიზნებიდან  გამომდინარე მოსწავლეებს ვასწავლეთ, როგორ გავხადოთ გარემო ეკოლოგიურად ჯანსაღი და სუფთა.
       მუშაობის პერიოდში მოვიძიეთ ინფორმაცია გარემოს დაბინძურების გამომწვევ
მიზეზებზე . დავსახეთ გზები,როგორ გავაჯანსაღოთ იგი.ყურადღება გავამახვილეთ მარადმწვანე მცენარეებზე,რადგან ის უხვად გამოყოფს ჟანგბადს,რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
       დავრგეთ მარადმწვანე მცენარეები, მოსწავლეები იზრუნებენ მათ მოვლა-პატრონობაზე, რაც გამოიწვევს გარემოს გაჯანსაღებას  და მოხდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
     
     


No comments:

Post a Comment