Thursday, September 20, 2018






   VIII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გადავწყვიტეთ სოციალური პროექტის განხორციელება ,,დარგე ხე, გადაარჩინე სიცოცხლე".
     პროექტის მიზნებიდან  გამომდინარე მოსწავლეებს ვასწავლეთ, როგორ გავხადოთ გარემო ეკოლოგიურად ჯანსაღი და სუფთა.
       მუშაობის პერიოდში მოვიძიეთ ინფორმაცია გარემოს დაბინძურების გამომწვევ
მიზეზებზე . დავსახეთ გზები,როგორ გავაჯანსაღოთ იგი.ყურადღება გავამახვილეთ მარადმწვანე მცენარეებზე,რადგან ის უხვად გამოყოფს ჟანგბადს,რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
       დავრგეთ მარადმწვანე მცენარეები, მოსწავლეები იზრუნებენ მათ მოვლა-პატრონობაზე, რაც გამოიწვევს გარემოს გაჯანსაღებას  და მოხდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
     
     


სოციალური პროექტი ,,ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე



VIII კლასისმოსწავლეთა ჩართულობით განვახორციელეთ სოციალური პროექტი
,ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე."
         პროექტზე მუშაობის პერიოდში მოვიძიეთ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.ვიმსჯელეთ თანატოლებში თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სწრაფი კვების პროდუქტების გამოყენება რა მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გავთვალეთ რისკები და დავსახეთ გზები  მათი აცილების მიზნით.
     












   ჩავატარეთ სიმულაციური თამაში, სადაც პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ სხვადასხვა სიტუაციაში მყოფ ადამიანს.
      პროექტზე მუშაობა იყო საინტერესო და ნაყოფიერი.
    მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობით და მედიცინის დარგის მუშაკების დახმარებით
გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი დაცვის საჭიროება.